|
2020-01-07 16:06:09, 2650 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: მეუფე დიმიტრი უსინდისო ადამიანია, იცის უფალმა ვის აქვს დიდი როლი მამალაძის ციხეში ყოფნაზე
„მეუფე დიმიტრი არის უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანი, იცის უფალმა ვის აქვს დიდი როლი მის ციხეში ყოფნაზე და უფალი გასცემს ამას პასუხს“, - ასე ეხმაურება მეუფე პეტრე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებას „ფორმულასთან“ საუბრისას. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მეუფე დიმიტრიმ დეკანოზი მამალაძე ერთადერთხელ მოინახულა საპყრობილეში და უთხრა, რომ მისი უდანაშაულობის შესახებ იცოდა, თუმცა ის ვერ დაიცავდა, რადგან მისთვის უმთავრესი ეპისკოპოსობა იყო. „მეუფე დიმიტრი არის უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანი, იცის უფალმა ვის აქვს დიდი როლი მის ციხეში ყოფნაზე და უფალი გასცემს ამას პასუხს. თვითონ გაახმოვანოს, მასაც ხომ აქვს ერთი ეგზემპლარი. როდესაც საპყრობილეში მოინახულა მან, ერთადერთხელ იყო და უთხრა, რომ შენ ხარ მართალი ადამიანი. ვიცი, რომ არ ხარ დამნაშავე, მაგრამ მე ვერ დაგიცავ, რადგან ჩემთვის მთავარი არის ჩემი ეპისკოპოსობა, ჩემი მღვდელმთავრობა და მე ვერ გავწირავ ჩემ მღვდელმთავრობას“,- აცხადებს მეუფე პეტრე ცაავა. შეგახსენებთ, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)