|
2020-01-04 19:17:01, 2349 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე დეკანოზის შეწყალებაზე: ფაქტიურად, საპატრიარქომ „ხელი დაიბანა“
„დღევანდელი განცხადება საპატრიარქოს სპიკერის მხრიდან არის გაგრძელება პილატეს სასამართლოსი და პილატეს მიერ ხელის დაბანის გამეორებაა“, - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, რადგან საქმესთან დაკავშირებით სინოდალური კომისია არ იკრიბება, აუცილებელია საკითხი საპარლამენტო კომისიამ შეისწავლოს. „ფაქტიურად, როგორც პილატემ, ისე საპატრიარქომ დაიბანა ხელი. ხელისუფლებას და ეკლესიას ყველაზე მეტად ეშინია "ციანიდის საქმის" და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, ქართულმა ერმა მომავალი წლიდან ისევ უნდა დავსვათ საკითხი თუ არასინოდალური კომისია, რომელიც განჩინების მიუხედავად არ შედგა და არ იკრიბება, საპარლამენტო კომისია შეიკრიბოს“,- განაცხადა მეუფე პეტრემ. შეგახსენებთ, დღეს მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს შუამდგომლობებიდან, რომელიც პრეზიდენტს გაეგზავნა, მხოლოდ 5%-ია დაკმაყოფილებული. მანვე აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)