|
2019-12-28 15:48:49, 3633 ნახვა
კომენტარი
ეუთო-ს გენმდივანი: მივესალმები ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლებას - მომავალში დაკავებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი გამოეხმაურა. როგორც გრემინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, აუცილებელია, მომავალში თავიდან იქნას აცილებული დაკავებები და ადამიანებისთვის გადაადგილების თავისუფლება გარანტირებული იყოს. „ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება მისასალმებელია. მომავალში დაკავებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული და ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ დროს გადაადგილების თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს“, - წერს ეუთო-ს გენერალური მდივანი. შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)