04:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 15:41:56, 4092 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე - ვაჟა გაფრინდაშვილმა დაამტკიცა, რომ ღირსება და პატრიოტიზმი ყოველთვის გაიმარჯვებს

„ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დაამტკიცა, რომ ღირსება და პატრიოტიზმი ყოველთვის გაიმარჯვებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენი დროის ღირსეული ადამიანი და სამოქალაქო გმირია.

„ვაჟა ექიმი თავისუფალია და პირველ რიგში, მოვედი აქ, რომ მას ხელი ჩამოვართვა და ჩემი უღრმესი პატივისცემა დავუდასტურო ადამიანს, ვინც გვაჩვენა სამოქალაქო გმირობის მაგალითი, ვინც დაამარცხა შიში, ოკუპაცია, ციხე და ვინც დაამტკიცა, რომ ღირსება და პატრიოტიზმი ყოველთვის გაიმარჯვებს. საქართველოს ვულოცავ, რომ ჩვენი ღირსეული ადამიანი, ჩვენი დროის სამოქალაქო გმირი, ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტი და ღირსეული ადამიანი არის თავისუფალი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics