18:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 10:31:36, 2187 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - 2020 წლის გაზაფხულიდან ერთიანი ფრონტ-ოფისის კონცეფციას ავამოქმედებთ

„პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" „ერთი ფანჯრის"  პრინციპის დანერგვის კუთხით სიახლე განხორციელდება, რათა პროგრამის ბენეფიციარებს არ უხდებოდეთ თბილისში ჩამოსვლა სათაო ოფისში და შეეძლოთ ყველა სახის ინფორმაცია და დახმარების მიღება მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათზე" სიტყვით  გამოსვლისას.

ნათია თურნავამ დეპუტატებს ამ მხრივ არსებული პროექტის დეტალები გააცნო. მისი ინფორმაციით, დამუშავდა ერთიანი ფრონტ-ოფისის კონცეფცია, რომელიც უკვე 2020 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება.

„კონცეფცია მომზადდა პრემიერის დავალებით და ვფიქრობთ, მთავრობის მოწონების შემდეგ ავამოქმედებთ გაზაფხულიდან.  ეს იქნება ჭეშმარიტი ბიზნესსახლის პროექტი, რომელიც არ საჭიროებს ძვირადღირებულ შენობას დედაქალაქში - ეს იქნება ისეთი ბიზნესსახლი, რომლიც თითოეული ადამიანის სახლთან მივა და ჩვენს პროგრამებზე წვდომას ყველა მსურველს გაუმარტივებს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics