2019-12-20 15:53:34, 2441 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ხიჭაურის ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. განახლებული ინფრასტრუქტურით მალე 63 აღსაზრდელი ისარგებლებს.
შესრულებული სამუშაოები შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს წევრთან გურამ ზოიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხი, ლითონის მოაჯირი, დეკორატიული ბილიკები და ხელოვნური საფარი. დამონტაჟდა ატრაქციონები.

ბაღის ეზოს პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ხიჭაურის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისა და სოფლის სახლის გარე ფასადს, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია,შეიღება მოაჯირები.
პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალურ გზაზე ქვეითად მოსიარულეებისთვის ბილიკის მოწყობა ქვაფენილით.
ექსპლუატაციაში შევიდა ღია სპორტული მოედანი.

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),