19:21 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 18:53:41, 1947 ნახვა

კომენტარი
ბოკერია პანკისზე: ეს არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის და მისი სამარცხვინო რეჟიმის

„ის ატმოსფერო, რომელიც არის პანკისის ხეობაში და მთლიანად ქვეყანაში არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო რეჟიმის“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პანკისში მომხდარ ტრაგედიას.

მისი თქმით, ავტომატურად იმის თქმა, რომ მომხდარზე პასუხილმგებელი მთავრობაა არასწორია.

„ამ ტიპის ტრაგედია შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის იმ ქვეყანაშიც, სადაც ყველაფერი ფუნდამენტურად წესრიგშია. ავტომატურად იმაზე საუბარი, რომ მთავრობაა პასუხისმგებელი არ არის სწორი. მაგრამ ყველა მონაცემით, რაც გააჩნია მედიას, საზოგადოებას, ჩვენც, ეს ტრაგედია პირდაპირ უკავშირდება იმ მოვლენებს, რომელიც განვითარდა  პანკისის ხეობაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ და რომელიც  დაკავშირებულია ჰესების მშენებლობასთან. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს ტრაგედია, ის ატმოსფერო, რომელიც არის პანკისის ხეობაში და მთლიანად ქვეყანაში არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო რეჟიმის“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პანკისში რამდენიმე გვარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1 პირი მოკლეს, 4 კი დაიჭრა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება ხეობაში ჰესის მშენებლობის საკითხზე განსხვავებულ პოზიციებს მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics