17:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 14:20:08, 2699 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი - ფრაქციის შექმნაზე მოლაპარაკებები გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებმაც კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობა დატოვეს

„ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობის დატოვება გადაწყვიტეს“, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ახალი ფრაქციის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი ფრაქცია პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესებისთვის კარგი რესურსი იქნება.

„ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით პარლამენტის წევრები, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ახალი ფრაქცია შევქმნათ. გვარებს და დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე გვჭირდება. ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობა დატოვეს. ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, არის ძალიან პრინციპული და პროფესიონალი. ეს ფრაქცია, რომელიც შეიქმნება, კარგი რესურსი იქნება, რომ პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები გვქონდეს“,  – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, აპირებენ თუ არა პოლიტიკური პარტიის შექმნას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავენ.

„კიდევ ერთი დამატებითი პარტიის შექმნის საჭიროებას ვერ ვხედავთ. პირიქით, მგონია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა. დროც არ ყოფილა, რომ პოლიტიკაში ასეთ სერიოზულ და მთელი ცხოვრების გეგმებზე გვეფიქრა, რადგან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რამდენიმე დღეა გასული. ჩვენი გეგმები დაკავშირებულია იმასთან, დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში როგორ უნდა წარიმართოს საპარლამენტო საქმიანობა და ეს ვადა დავასრულოთ ღირსეულად“, – აღნიშნა დეპუტატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics