01:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 17:10:01, 1840 ნახვა

სამართალი
კინო „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, 2 გათავისუფლდა, ერთს კი, ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  გუშინ, თბილისის კინოთეატრებთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 24 პირიდან 21-ის სასამართლო პროცესი გადაიდო, 2 - ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს კი 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სასამართლოს გადადების მიზეზი ადვოკატის შუამდგომლობა გახდა, რომელმაც მოსამართლეს მტკიცებულებების გასაცნობად და საქმეზე წარსადგენად საჭირო დრო მოთხოვა.

მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი 11 დეკემბრამდე გადადო.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისსა და ბათუმში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში.

სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics