11:14 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 11:18:27, 1781 ნახვა

რეგიონი
სახალხო დამცველის წარმომადგენლები შუახევის მერს შეხვდნენ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მადონა ბასილაძე და გიორგი ჩარკვიანი შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ფრიდონ ფუტკარაძეს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით დავითაძე და ქალთა ოთახის კოორდინატორი თამილა ფუტკარაძე.

შეხვედრაზე ისაუბრეს შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობასა და მონაწილეობაზე, შშმ პირთა საჭიროებებზე და ა.შ.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს, მერიის მიერ დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics