06:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 14:31:35, 1474 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთში „შუა დერეფნის“ განვითრების შესაძლებლობები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ვიზიტით ჩინეთში იმყოფება,  ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს, ლი სიაოპენგს შეხვდა. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე. მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო კავშირების, მათ შორის ,,ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის განვითარების საკითხებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებულია სარკინიგზო - მულტიმოდალური გადაზიდვების შემდგომი განვითარებითა და  ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის (Middle Corridor) გავლით რეგულარული ბლოკ -  მატარებლების ინტენსივობის გაზრდით. ამ მხრივ ლიანიუნგანგის პორტიდან სტამბულის მიმართულებით რეგულარული მატარებლის მიმოსვლის დაწყება, შუა დერეფნის განვითარების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია.

იმ ღონისძიებებზე საუბრისას, რაც შუა დერეფნის პოპულარიზაციის მიმართულებით ხორციელდება, ყურადღება გამახვილდა უკრაინასთან პირდაპირი საკონტეინერო გემის მიმოსვლის დაწყებაზე, რაც საქართველოს რკინიგზის ინიციატივით განხორციელდა ისევე როგორც კონსტანცასა (რუმინეთი)  და ბათუმის პორტებს შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის დაწყება.  

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობების გაზრდაზე აქტიურად იმუშავებს.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics