09:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 11:59:13, 2488 ნახვა

ეკონომიკა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა

"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში, ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა.

უწყების წინასწარი შეფასებით 2019 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2%  შეადგინა, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით განისაზღვრება.

"საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ  სექტემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებლებთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტორის გავლენა უახლოეს თვეებში გამოჩნდება.

"აღნიშნული მიმართულება გარკვეულწილად კავშირშია მშენებლობის სექტორთან. პროგნოზს ჩვენ არ ვაკეთებთ, თუმცა როგორც წინა პერიოდის მონაცემებმა გვიჩვენა, ამან გავლენა მოახდინა და ეს შესაძლოა, მომდევნო თვეებში ამ მიმართულებაზე აისახოს, თუმცა ამის შეფასება ჩვენ გვიჭირს და ამავდროულად, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება", – განაცხადა თოდრაძემ.

მოამზადა ლიკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics