|
2019-10-31 11:25:14, 2369 ნახვა
ეკონომიკა
მაკდონალდს საქართველომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
მაკდონალდს საქართველოს და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია „მაკდონალდსის“ სათავო ოფისში (ძმები კაკაბაძეების #1) გაიმართა. ღონისძიებას USAID-ის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ. „მაკდონალდსის“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობის დაწყების მთავარი მიზანი ადგილობრივი, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარებაა. პროექტის ფარგლებში მოხდება დახმარება და ჩართულობა ქართული კომპანიების მსოფლიოში Global Gap-ის აუდიტის გავლაში. „USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, „მაკდონალდსი“ ხელს შეუწყობს ქართული აგროკულტურის განვითარებას. და მისცემს შანსს ქართულ კომპანიებს რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაკდონალდსის ქსელი ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ბოსტნეულით მომარაგდეს.“ - აცხადებენ „მაკდონალდსში“. კომპანიაში განმარტავენ, რომ „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის ბოსტნეულით მომარაგება მხოლოდ იმ ქართულ კომპანიებს შეეძლებათ, რომლებსაც წარმატებით ექნებათ Global Gap აუდიტი გავლილი და დააკმაყოფილებენ მაკდონალდსის სტანდარტების მოთხოვნებს. მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სტანდარტი GLOBAL GAP წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტს. მისი მოქმედების სფეროა: სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მეცხოველეობა, აკვაკულტურები და სხვ. ********* „მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას. R
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)