06:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 15:09:30, 2797 ნახვა

სამართალი
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ თავდაპირველად ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა, შემდეგ კი, მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ის 23 წლის მამაკაცისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

ცნობისთვის, 27 სექტემბერს, ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციამ საქმე ცხელ კვალზე გახსნა და 28 სექტემბერს 23 წლის მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით დააკავა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics