07:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 14:02:39, 2323 ნახვა

სამართალი
იუსტიციის საბჭო პრეზიდენტს ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სთხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს. 

შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა.

გვრიტიშვილის განმარტებით, ამ მოთხოვნის საფუძველი ის არის, რომ დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. მისი მტკიცებით, დოლიძემ არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაც.

"ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ აზიანებს მის თანამდებობაზე დამნიშვნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“, - ნათქვამია წერილში. 

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics