|
2019-10-23 19:17:42, 1988 ნახვა
ეკონომიკა
„ბილაინის“ პარტნიორობით ჩატარებული NASA Space Apps Challenge-ის გამარჯვებულები ცნობილია
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი „ბილაინი“, წელს მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი ეტაპის მხარდამჭერი გახდა. Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი აბასთუმანში, ასტროფიზიკის ობსერვატორიაში ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული გახდა ორი პროექტი: Nature at Work, რომლის მიზანია წყლის გამოყენების მართვის სისტემის შემუშავება და Ship Сhain - ღია ოკეანეში მყოფთათვის ინტერნეტის მიწოდების ეფექტური მეთოდის მოძებნა. შემდეგ ეტაპზე, ადგილობრივ დონეზე გამარჯვებული პროექტებიდან NASA შეარჩევს საუკეთესოებს, Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარსადგენად. NASA Space Apps Challenge საერთაშორისო 48 საათიანი ჰაკათონია და მიზნად ისახავს კაცობრიობისთვის გლობალური პრობლემების გადაწყვეტისთვის ინოვაციური იდეების გენერირებას. კონკურსი ერთდროულად ტარდება მსოფლიოს გარშემო და წელს რეკორდი მოხსნა: 29,000 მონაწილე, 80 ქვეყანაში. ბილაინი მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარებას. Tbilisi Startup Bureau -სა და ბილაინს შორის ეს უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა, რომელიც მიმართულია ახალგარდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების მხარდაჭრაზე.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)