|
2015-07-17 13:13:42, 400 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის საგარეო უწყება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერ სადემარკაციო სამუშაოების განხორციელებას გმობს
ჩეხეთის რესპუბლიკა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლზე, რომელიც მას დანარჩენი საქართველოსაგან ჰყოფს, სადემარკაციო სამუშაოების ჩატარების გამო, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. "ხაზგასმით ვგმობთ ამ უკანონო მოქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნიან გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, უფრო ართულებენ კონფლიქტის მოგვარების მიზნით სამშვიდობო ძალისხმევას და ნეგატიურად მოქმედებენ მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციაზე. ჩეხეთის რესპუბლიკას მიაჩნია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილად და გამოთქვამს სრულ მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ",-ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)