14:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 15:42:25, 1960 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პარალელური ღონისძიება გაიმართა

ტექნოპარკში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პარალელური ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს.

სადისკუსიო პანელში მონაწილეობდნენ ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ექსპერეტები: მარკო მარნი - Solution Professional Data & AI at Microsoft CEE Multi Country; ირაკლი ბერიძე - გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი (UNICRI)

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ Machine Learning-ის ვორქშოფს უძღვებოდა ტექნოლოგიების ოფიცერი და მენტორი, ავსტრიული სტარტაპის MLreef -ის დამფუძნებელი რაინერ კერნი. ვორქშოფის მიზანია ტურიზმის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ახალი იდეების გენერირება და აბრეშუმის გზის ქვეყნებში საქართველოს ისტორიული როლის ახლებურად წარმოჩენა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წამყვან ინდუსტრიებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ვინაიდან აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმი, აღნიშნული პარალელური ღონისძების მთავარი აქცენტები გაკეთდა ტურიზმის სექტორში ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების როლზე და მათი საშუალებით ეკონომიკის განვითარების დაჩქარებაზე.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics