|
2015-07-16 17:19:37, 442 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატმა გაამართლა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი უაღრესად ეფექტურია და ის უნდა გაგრძელდეს. როგორც ზაქარეიშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ფორმატების არ არსებობა, დაძაბულობასა და გაუგებრობას ზრდის. "აბაშიძე-კარასინის ფორმატი უაღრესად ეფექტურია, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება დაძაბულ ვითარებაში რაც შეიძლება მეტი ფორმატები გვქონდეს კონტაქტებისა. ფორმატების არარსებობა, ზრდის დაძაბულობასა და გაუგებრობას. ამიტომ, მე მივესალმები ამ ფორმატებს და დარწმუნებული ვარ, მთავრობაში არის სრული განწყობა და ვადასტურებს ამას, რომ ამ ფორმატმა გაამართლა და უნდა გაგრძელდეს",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრი ირწმუნება, რომ მთავრობაში ახალი პოლიტიკური ფორმატის შექმნის საკითხი არ განიხილება. "ახალი პლიტიკური ფორმატის შექმნის საკითხი არ განიხილება, ვიცე-პრემიერმა შეიძლება საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, რისი უფლებაც ბუნებრივია აქვს.მე ვეთანხმები მას, რომ მეტი ფორმატი იყოს, მაგრამ ამწუთში ეს ორი ფორმატი-ჟენევა და კარასინი-აბაშიძის ფორმატი, მაქსიმალურად პასუხობს საქართველოს ინტერესებს. ერთში- ჟენევაში განიხილება საკითხი, რომელიც მძიმედ მიდის, ანდა ვერ მიდის საერთოდ კონფლიქტების მოგვარება და კონფლიქტების გარეთ რაც რჩება საკითხები, ეს არის უკვე კარასინი-აბაშიძის და ამ ორი სტრუქტურის მუშაობამ მეტი შვება მისცა საქართველოს, როგორც იმ საკითხების წინწაწევისა, რომელიც არ ეხება კონფლიქტებს",-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)