11:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 13:23:18, 1363 ნახვა

სამართალი
შსს-მ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.ა., ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი პირი - 1997 წელს დაბადებულ ი.ო. და 2000 წელს დაბადებული კ. ნ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტ ზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics