|
2015-07-15 18:11:39, 773 ნახვა
ეკონომიკა
სექტემბრიდან მთავრობა ბიზნესსექტორს ახალ რეგულაციას უწესებს
მთავრობა ბიზნესსექტორს ახალ რეგულაციას უწესებს. სექტემბრიდან კომპანიებისთვის უალკოჰოლო სასმელების მარკირების ვალდებულება ამოქმედდება. სავალდებულო მარკირება არაალკოჰოლურ სასმელებს, მათ შორის მინერალურ და მტკნარ წყლებს შეეხება. შესაბამის მომსახურებაში თანხას საწყის ეტაპზე არა ბიზნესი, არამედ შემოსავლების სამსახური გადაიხდის. ჯერჯერობით უცნობია, მოუწევთ თუ არა ახლო მომავალში ამ ხარჯების გაღება კომპანიების. ამის მიუხედავად, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიები ახალი რეგულაციის წინააღმდეგნი არიან. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სავალდებულო მარკირება მეზობელი ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით განხორციელდება და მიზნად აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ისახავს. ელექტრონულ მარკირებას საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარული კომპანია „SICPA Security Solutions SA" განახორციელებს. სწორედ ეს ფაქტი გახდა უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. როგორც „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული სისტემის დანერგვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე რეგულაციის განხორციელებით მიღებული შედეგი. მისი თქმით, კომპანიებს პროდუქციის აღსარიცხავად შესაბამისი აპარატურა აქვთ და გაუგებარია, რატომ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ უცხოურ კომპანიას ამ სერვისში თანხა. „ვფიქრობ, შეცდომაა, როდესაც უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებს თავს ახვევენ ისეთ საკონტროლო სისტემებს, რომლებიც უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე საკონტროლოდ განსაზღვრული შედეგი. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბიუჯეტში გადამხდელები წინააღმდეგნი ვართ ისეთი მოქმედების ჩატარების, რომელიც არ მოუტანს სარგებელს სახელმწიფოს, მომხმრებელს და ბიუჯეტს. ყველა მაღალწარმოებად ტექნოლოგიურ ხაზს აქვს რამდენიმე დანადგარი, რომელიც შეგვიძლია ჩავრთოთ შემოსავლების სამსახურის სერვერზე და იგივე შედეგი მივიღოთ. არავითარი წინააღმდეგობა არ გვექნებოდა, ბიუჯეტში თუ ჩავრიცხავდით ფულს და მას შვეიცარიულ კომპანიას არ მივცემდით“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ. ამასთან, „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ თავად ახალი რეგულაციის შესრულებას არ აპირებს და ამისთვის ჯარიმის გადახდისთვისაც მზადაა. „ეს არის სახელმწიფოსთვის არასასარგებლო. ბიუჯეტი არ უნდა იხდიდეს პროდუქციის დათვალში ფულს, ეს ისედაც ითვლება და იანგარიშება. სახელმწიფო არ უნდა აკეთებდეს სერვისის იმპორტს. არცერთ ევროპის ქვეყანაში ეს სერვისი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც ეჭვი აქვთ, რომ ხდება დაუბეგრავი პროდუქციის გამოშვება. იმ ლიბერალური საგადასახადო სისტემის პირობებში, რაც ქვეყანაშია, ასეთი ტიპის გადასახადები აფუჭებს ყველა ფონს. ჩვენ ჯარიმას გადავიხდით, მირჩევნია ეს ჯარიმა ბიუჯეტში შევიდეს, ვიდრე შვეიცარიულ კომპანიას ვუხადო ფული“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ. მისივე თქმით, ბიზნესსექტორი 5 წელია აღნიშნული რეგულაციის შემოღებას ეწინააღმდეგება და ამან სახელმწიფოს 40 მილიონი ლარის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა. როგორც ცნობილია, უალკოჰოლო სასმელების მარკირების განხორცილებისთვის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო შვეიცარიულ კომპანიას 3-4 მილიონ ლარამდე გადაუხდის. მოუწევს თუ არა მომავალში ამ თანხების გადახდა თავად ბიზნესსექტორს, საპილოტე პროგრამის დასრულების შემდეგ გაიკვევა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)