|
2019-10-04 15:05:38, 2974 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პროექტს „100 ქონება ბიზნესისთვის" უახლოეს პერიოდში შევთავაზებთ ბიზნესს
ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა, ეკონომიკაში ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი აუთვისებელი რესურსი, მათ შორის ისეთი ქონება, რომელიც ინვესტორს ელოდება და არ არის გასასხვისებლად გამოტანილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „მაესტროს ბიზნეს თაიმი" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საუბარია ისეთ ძველ სახელმწიფო საწარმოებზე, რომელსაც უამრავი ვალდებულება აქვს და დღემდე ელოდება ინვესტორს. მინისტრის განმარტებით, ეს არის უძრავი ქონება, რომელიც დეგრადირდება, თუ არ მოხდა მისი პრივატიზება. „რეალურად კი, ასეთ ქონებას შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანების დასაქმება და დოვლათის მოტანა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, გარკვეულწილად, უძრავი ქონების პრივატიზების კუთხით მიღწევები არის, რადგან ამ მხრივ ტემპები დაჩქადა. „მაგრამ საერთო ჯამში, არ ვარ კმაყოფილი - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების კუთხით გვჭირდება გარღვევა და დაჩქარება", - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ამ პროცესში იქნება ძალიან თვითკრიტიკული და კრიტიკული", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე თქმით, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონებში, უძრავი ქონების პრივატიზაცია კარგი ბერკეტია. მისივე თქმით, რეგიონებში საკმაოდ ბევრი ობიექტია სავალალო მდომარეობაში და დაჩქარებულად უნდა მოხდეს მათი გასხვისებაც. „ბიზნესისთვის უკვე მომზადებული გვაქვს პროექტი - „100 ქონება ბიზნესისთვის", რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში მოხდება. ეს იქნება გასასხვისებლად გამზადებული, მოწესრიგებული, მიმზიდველი და კარგად შეფუთული უძრავი ქონება, რომელიც სწორად იქნება რეგისტრირებული, მოცილებული ექნება ყველა შესაძლო რისკი და პრობლემა. ამ პროექტის ფარგლებში წინასწარ მოხდა იმის შეფასება, თუ რა ტიპის ობიექტები შეიძლება ააშენოს ბიზნესმა, თუმცა არჩევანი ცხადია ბიზნესზეა. 100-ვე ობიექტი ყოველგვარი ბიუროკრატიული შეფერხების გარეშე გამოვა აუქციონზე და მუდმივად იტრიალებს. კვირის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ 20-30 ახალი ობიექტის დამატებას და რამდენიმე კვირაში 100-ვე ობიექტი გამოვა აუქციონზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, კომპანიებს შეეძლებათ არა მხოლოდ გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია, არამედ ნებისმიერ დროს საჯარო, გამჭვირვალე აუქციონით შეიძინონ ობიექტები.
(NS)
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)