2019-09-27 18:23:59, 4037 ნახვა
რეგიონი
თუშეთის გზაზე ხევში გადავარდნის შედეგად ველოსიპედისტთა ჯგუფის წევრი დაიღუპა
კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა. თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ტურისტები დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან