|
2019-09-25 10:39:10, 1072 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ლონდონში დაგეგმილ სამიტზე მიიწვია
EBRD-ი არა მხოლოდ ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, არამედ არის ორგანიზაცია, რომელმაც პრინციპული როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში და მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე 200-ზე მეტი პროექტი დააფინანსა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს EBRD-ის წვლილს ქვეყნის განვითარებაში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვიზიტებიც ადასტურებს. მთავრობის მეთაურმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული განვითარების ახალი სტრატეგიისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოვლისმომცველი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია მთავრობის პრიორიტეტებთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით განხორცილებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტები ძლიერ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორის რეფორმას. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ის მნიშვნელოვანი როლი ენერგოეფექტურობის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართული პროექტების განხორციელების კუთხით, ასევე - მხარდაჭერა ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმებისადმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ახალ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. „ვისაუბრეთ EBRD-სა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე. დღეის მდგომარეობით საქართველოში 3.4 მილიარდი ევროს ოდენობის კაპიტალდაბანდება გვაქვს განხორციელებული 235 პროექტის ფარგლებში. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია და ამდენად საქართველო ლიდერობს ჩვენს საინვესტიციო ქვეყნებს შორის დაბანდებული კაპიტალის სულადობრივი თანაფარდობის მიხედვით", - განაცხადა იურგენ რიგტერინქმა. EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში ლონდონში გაიმართება.
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)