04:42 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 13:09:04, 505 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: რუსებს საზღვრების გადაწევა საკუთარი ხელით მოუწევთ

„რუსებს საზღვრების რუსეთ-საქართველოს ოფიციალურ საზღვრებამდე გადაწევა საკუთარი ხელით მოუწევთ“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ არა განსაკუთრებული.

„გუშინდელი ფაქტი იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ამაში არაა. სამწუხაროდ, ასეთი რამეები ბევრი წელია ხდება და როგორც ჩანს, კიდევ გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ეს ნიშნული არ გადაიწევს რუსეთ-საქართველოს საზღვართან, იმ ოფიციალურ საზღვართან, რომლითაც ჩვენ საბჭოთა კავშირის შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ეს დღე აუცილებლად დადგება და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ამ საზღვრების გადაწევა და მანამდე ყველანი მოთმინებით უნდა ვიყოთ. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ემოციებს ავყვეთ. ჩვენს მეგობრებთან ერთად აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მთავარ მიზნამდე მივიდეთ. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და არა ის 20 მეტრი ან 2 კილომეტრი, რომელზეც გუშინ დაიწყო საუბარი. საზღვრები უნდა გადავიტანოთ რუსეთ-საქართველოს საზღვრებთან. დანარჩენი პროცესია, ამ პროცესს ვფიქრობ, საერთაშორისო მეგობრებთან ერთად წარმატებით გავივლით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics