2015-07-13 12:16:51, 380 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: შსს-ს გაყოფის შემდეგ, სადაც საჭირო იქნება, იქ დავრჩები
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, უწყების გაყოფის შემდეგ თავად შსს-ში დარჩება თუ უსაფრთხოების სამსახურში გადავა.
ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, მზადაა იმუშაოს იქ, სადაც საჭირო იქნება.
„ამას პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, სადაც საჭირო იქნება, სადაც მეტყვიან, იქ დავრჩები. თუ შსს-ში იქნება საჭირო, აქ დავრჩები, თუ იქეთ მეტყვიან, იქ წავალ. შეიძლება არსად მოვიაზრებოდე, ესეც ხომ შეიძლება?!“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, შსს-ს გაყოფასთან დაკავშირებით საუბარია იმაზე, რომ ვახტანგ გომელაური ან უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გადავა ან შსს-ში დარჩება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან