18:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 11:20:15, 1964 ნახვა

კომენტარი
კვიციანი გომელაურს - სუს-ის მეშვეობით მოსკოვიდან წითელი ამენთო, იქნება გამოსვლისას ხელი ჩამოკრათ და გამორთოთ

„როცა წამოვედი, მოსკოვიდან წითელი ამენთო და სხვათაშორის თქვენი სამსახურის [სუს-ის] მეშვეობით, იქნება გამოსვლისას ეხლა ჩამოკრათ იმ ე.წ. შტეფცელს და გამორთოთ ეს წითელი“, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა სუს-ის ყოფილ უფროსს, შს მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს.

„ბატონო ვახტანგ, მე ფაქტიურად გამოვიქეცი რუსეთიდან, ანუ დეპორტაციით წამოვედი. დამეხმარნენ რა თქმა უნდა კეთილი ადამიანები და შემიძლია სახელი და გვარი ვთქვა, ეს იყო ქალბატონი მასკალკოვა, რომელიც ჩემი მამიდაშვილის დაქალი იყო და ის დამეხმარა რომ გამოვქცეულიყავი რუსეთიდან. რუსეთი არ მიშვებდა და თქვენ აქ არ მიღებდით. რა იყო მიზეზი დღემდე არავინ იცის.

ბატონო ვახტანგ, როცა წამოვედი, მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათაშორის თქვენი სამსახურის მეშვეობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თქვენ გასაგებია, რომ მაშინ არ მუშაობდით, მაგრამ თქვენი იქ მუშაობის დროს არ  ჩაქრა ეს წითელი, იქნება გამოსვლისას ეხლა ჩამოკრათ იმ ე.წ. შტეფცელს და გამორთოთ ეს წითელი, ყველა მიმართულებით როა ანთებული მათ შორის სასამართლოშიც. სასამართლო გაშეშებულია ვერაფერს აკეთებს“, - მიმართა კვიციანმა გომელაურს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics