02:41 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 10:19:22, 2552 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი ამოცანაა, საქართველო ვაქციოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ლოგისტიკურ ჰაბად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტროში შემუშავდა სატრანსპორტო ლოგისტიკური პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზეა გაკეთებული.

აღნიშნული განცხადება ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

 „ვფიქრობთ, შემოვიტანოთ სათანადო სტანდარტები ლოგისტიკური მომსახურებისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო ვაქციოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ლოგისტიკურ ჰაბად, რაც მოიცავს მთელი რიგი მიმართულების, მათ შორის, საბითუმო ვაჭრობის ცენტრის, სასაწყობო ჰაბის განვითარებას, რათა ქვეყანამ მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც მოყვება სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics