20:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 14:09:04, 1385 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: აღარ იქნებიან ე.წ. სახელმწიფო აღმასრულებლები, აღმასრულებელთა პალატა შეიქმნება

 „ჩვენ შევქმნით საქართველოში, რაც აქამდე არ არსებულა, ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის სისტემას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, აღსრულების კოდექსზე მუშაობა დასრულდა, ასევე, საჯარო კონსულტაციებიც და თქვენ წინაშე წარმოდგენილი იქნება რეფორმა უკვე ამ შემოდგომაზე, რომლის შედეგადაც ჩვენს ქვეყანას აღარ ეყოლებიან ე.წ. სახელმწიფო აღმასრულებლები. შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა, დაახლოებით, იმავე მოდელზე, როგორც არსებობს ნოტარიატში.

„ჩვენ  შევქმნით საქართველოში, რაც აქამდე არ არსებულა, ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის სისტემას. ეს არ იქნება ამავე პაკეტის ნაწილი, მაგრამ მოგვიანებით იქნება თქვენ წინაშე წარმოდგენილი. აქვე მინდოდა, უკვე დღეიდანვე გცოდნოდათ, მთავრობის პროგრამაშიც არის და საკმაოდ დიდი სიახლეა.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან ის წარმატებული რეფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, კიდევ აჩვენებს ხარვეზებს მიწის რეგისტრაციის ნაწილში. ჩვენ ვიმსჯელეთ მთავრობის შიგნით და გვაქვს კანონის პროექტი, რომელიც დარჩენილ ხარვეზებსაც აღმოფხვრის. „მეწარმეთა შესახებ კანონი", თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ძალიან მოძველდა. ახალი კანონის პროექტის გარშემო საჯარო კონსულტაციები გაიხსნება შემოდგომაზე და იმედი მაქვს, რომ ამ კონსულტაციების შედეგად წლის ბოლოს თქვენ წინაშე ეს რეფორმაც იქნება წარმოდგენილი. ასევე, გაერთიანდება ის ორი კანონი, რომლებიც საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ არსებობს, რადგან ერთიც ხარვეზიანია და მეორეც − შემუშავდება ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველოში.

აღსრულების კოდექსზე მუშაობა დასრულდა, ასევე, საჯარო კონსულტაციებიც და თქვენ წინაშე წარმოდგენილი იქნება რეფორმა უკვე ამ შემოდგომაზე, რომლის შედეგადაც ჩვენს ქვეყანას აღარ ეყოლებიან ე.წ. სახელმწიფო აღმასრულებლები. შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა, დაახლოებით, იმავე მოდელზე, როგორც არსებობს ნოტარიატში“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics