20:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 11:45:32, 860 ნახვა

რეგიონი
2020 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პირებსაც დაეხმარება, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ

2020 წლიდან პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პირებს გაუწევს, რომელთაც შეუსრულდებათ 18 წელი და ვეღარ ისარგებლობენ "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით".

„მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის“ ახალ პროგრამაში ის პირები ჩაერთვებიან, რომლებიც აღარ იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და ვერ მოახერხებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას.

სამინისტრო მინდობით აღზრდაში მყოფ სრულწლოვან პირებს ფინანსურად 18 დან - 25 წლამდე პერიოდში უზრუნველყოფს. მათ უწყება ყოველთვიურად დაახლოებით 465 ლარს გამოუყოფს.

პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალიდან წარმოდგენილი სიისა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. ბენეფიციარს ყოველთვიურად ჩაერიცხება თანხა საბანკო ანგარიშზე.

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი იქნებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics