18:46 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 15:22:05, 1023 ნახვა

რეგიონი
„სამხრეთ ოსეთის“ КГБ: ქართული მხარე არ წყვეტს რევანშისტულ განცხადებებს, რითაც კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ ვითარებას

"სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული საქართველოს მხარის მოქმედებები ოსური სოფლის უისტას რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის პირდაპირ საფრთხეს ქმნის", - ამის შესახებ ე.წ. სახმრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი. 

ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. 

"საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სეგმენტში შესაშური თანმიმდევრობით ჩნდება ქართული მხარის რევანშისტული განცხადებები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად ძაბავენ ისედაც რთულ ვითარებას. ამიტომ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული საქართველოს მხარის მოქმედებები ოსური სოფლის უისტას რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის პირდაპირ საფრთხეს ქმნის. სრული პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მხარეს ეკისრება“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics