21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-28 13:11:00, 2055 ნახვა

სამართალი
ავთანდილ წერეთელი გირაოს შესახებ საქალაქოს გადაწყვეტილებას, სააპელაციოში გაასაჩივრებს

ბრალდებული ბიზნესმენი, ავთანდილ წერეთელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს.

"გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და ამაზე უკვე ვმუშაობთ. სააპელაციო სასამართლოში ჩვენი მოთხოვნა იქნება ისევ ის, რომ ავთანდილ წერეთელს არანაირი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ სჭირდება. ის ჩამოვიდა სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე და ჩვენთვის გაუგებარია, რა არგუმენტით იხელმძღვანელა ჯერ პროკურატურამ და შემდეგ სასამართლომ, რომ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე", - განაცხადა ბიზნესმენის ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics