22:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 12:52:21, 2005 ნახვა

სამართალი
R2-ის ყოფილი მფლობელები საჯარო რეესტრს უჩივიან

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარანაშვილები საჯარო რეესტრს უჩივიან.

ყარამანიშვილები უწყების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელისთვის, ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმება ძალიან სწრაფად მოხდა.

ამასთან, ძმები ყარამანიშვილები და ტელეკომპანია „საქართველოს“ მფლობელები ეხმაურებიან  ხალვაშის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონს ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ და მოუწოდებენ პოტენციურ მყიდველებს, ნუ შეიძენენ კომპანიას, რადგან შესაძლოა, დადგინდეს, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის კანონიერი მესაკუთრე არ არის.

„ითხოვენ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც „რუსთავი2“-ის წილები დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებად. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქიბარ ხალვაშის მიერ ორგანიზებული ე.წ. საჯარო აუქციონი „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, ყოფილი დამფუძნებლები „რუსთავი2“-ის მოუწოდებენ ნებისმიერ პირს, არ შეიძინონ „რუსთავი2“-ის ქონება, წილები, იმიტომ, რომ ისინი აგრძელებენ დავას სასამართლოში და აუცილებლად დადგინდება მომავალში ის გარემოება, რომ რეალურად ქიბარ ხალვაში არ არის „რუსთავი2“-ის კანონიერი მესაკუთრე“, - განაცხადა მათმა უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics