22:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 12:55:32, 1463 ნახვა

სამართალი
20 ივლისის ღამეს დაშავებულებისა და დაკავებულების უფლებებს „გამარჯვებული საქართველო“ დაიცავს

20 ივლისის ღამეს აქციის დაშლის დროს დაშავებულებისა და დაკავებულების უფლებებს პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველო“ დაიცავს.

პარტიის დამფუძნებლის, კოტე კემულარიას განმარტებით, 20 ივნისის ღამეს ჰყავს პოლიტპატიმრები და ამას გარდა, მისივე მტკიცებით, არიან დაშავებულები, რომლებთაც თ კომპენსაცია ეკუთვნით და ამის მიღებაში ახალი მოძრაობა დაეხმარება.

„მე ჩავუდგები სწორედ სათავეში ამ მოძრაობას, რასაც დღეს ვიწყებთ, ეს არის ზეპარტიული, არაპოლიტიკური, თანამოაზრეები გვყავს ყველა ოპოზიციურ პარტიაში და კონსულტაციები გვაქვს... ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველას დასაცავად, ჩვენ დავიცავთ ყველა პატიმარს, ჩვენ ყველას იმ დასახიჩრებულს, რომლებსაც დღეს აშინებენ. ხელი აქვთ მოტეხილი, მხარი აქვთ მოტეხილი, არ მიმართოთ ექსპერტიზას, არ მიხვიდეთო ეუბნებიან.  ყველას დავუკავშირდებით, დავეხმარებით უანგაროდ, რომ მათ მიმართონ სასამართლოებს, მათ იფიქრონ კომპენსაციაზე, რომელიც ეკუთვნით. მათ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს და ეს არ დავტოვოთ დაუსჯელი, თორემ მომავალში კიდევ განმეორდება ასეთი უბედურება“, - განაცხადა კემულარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics