|
2019-08-14 17:27:37, 764 ნახვა
რეგიონი
11 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაურეგისტრირდა
ეკომიგრანტებისთვის #საცხოვრებლით უზრუნველყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამის -„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა“ ფარგლებში, 11 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი ქ. ბათუმის იუსტიციის სახლში საკუთრებაში დაურეგისტრირდა. „სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წელს ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 375-მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ არერთ ოჯახს მოეხსნა. პროგრამა ვრცელდება აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ ოჯახზე“- აღნიშნა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭაძემ. მიმდინარე წელს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით უკვე ისარგებლა 72-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა. პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია ჯამში 117 სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)