20:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-10 23:26:21, 8163 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ნიკა გვარამიას გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

"რუსთავი2"- ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გირაო 40 ათასი ლარი შეეფარდა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით გვარამიას საქართველოდან გასვლა აეკრძალა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვს. თავად ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხდის. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის და აცხადებს, რომ ეს საქმე შეკერილია.

მოსამართლის განცხადებით, თუ გვარამია დადგენილ ვადაში არ გადაიხდის შეფარდებულ გირაოს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე შესაძლოა, შეიცვალოს.

პროკურატურა გვარამიასთვის 80 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვდა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics