|
2019-08-07 10:07:55, 697 ნახვა
რეგიონი
მაშველებმა სათაფლიის ტყეში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა წყალტუბოში, სათაფლიის ტყეში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს. უწყების ცნობით, მათ გზა აებნათ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში, სათაფლიის ტყეში ორ მოქალაქეს გზა აებნა და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა. ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა იმერეთის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. საძიებო სამუშაოების შედეგად, სათაფლიის ნაკრძალში უვნებლად ნაპოვნია დაკარგული საქართველოს ორი, 17 წლის მოქალაქე. ისინი მეხანძრე-მაშველების მიერ გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამძებრო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გარდა, ჩართული იყო წყალტუბოს კრიმინალური პოლიციის ჯგუფი და სათაფლიის ნაკრძალის რეინჯერი“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)