08:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 19:06:44, 2971 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრის გახსნა და პირველი მასშტაბური საავტომობილო ექსპო ბათუმში

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში თეგეტა მოტორსის ახალი, რეგიონული ავტო სერვის ცენტრის გახსნას დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ  მაღალტექნოლოგიური  ცენტრი კიდევ უფრო დაეხმარება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და ხელს შეუწყობს დასაქმებას.  „იმ სატრანზიტო პოტენციალისთვის, რაც გვაქვს და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მომსახურების კუთხით მაღალტექნოლოგიური სერვის ცენტრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აქ 200-მდე ადამიანი უკვე დასაქმდა და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აღნიშნული ფილიალი თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილი მომსახურების ცენტრია საქართველოში. კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო.  ფილიალში  მომსახურების 45 უბანია და დღეში 200-მდე ავტომობილის მიღებას შეძლებს. აქვე წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი - თეგეტა აკადემია.

ღონისძიების ოფიციალური ცერემონიის ნაწილი იყო საავტომობილო ექსპო, რომელიც მსგავსი მასშტაბით პირველად გაიმართა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. აქ წარმოდგენილი იყო  მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები - Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Bridgestone, Michelin, Shell, Mobil და სხვა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics