2019-07-27 18:23:38, 3578 ნახვა
რეგიონი
ადგილობრივების ინფორმაციით, თუშეთში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარ ავარიას ადგილობრივების ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა.
„არიანო, იძახიან, გარდაცვლილები, მანდ სახიფათო გზა არ იყო, ისეთი გზა არ იყო, რომ გადავარდნილიყო მანქანა, მანქანის გაუმართაობა იყო მანდ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ამ ეტაპზე ხევში გადაჩეხილი მგზავრების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
შეგახსენებთ, რომ თუშეთის გზაზე, 23-ე კილომეტრზე „კამაზის“ ტიპის მანქანა დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. სატვირთო ავტომანქანაში 12 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი, მანქანამ ხევში ჩაიყოლა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან