08:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 14:23:18, 3027 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ შატილის მოსახლეობას მიკრო და მცირე გრანტების პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა

ხევსურეთში მიკრო და მცირე გრანტების პროგრამა იწყება, - ამის შესახებ შატილში ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პირადად მიაწოდა.

ნათია თურნავასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა,  სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.

როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შატილის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის - იწყება მიკრო და მცირე გრანტების პროგრამა. ნათია თურნავამ ადგილობრივებს პროგრამის პირობები და დეტალები განუმარტა და მასში ჩართვისკენ მოუწოდა. „შატილის ადგილობრივ მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ აქტიურად ჩაერთოს მცირე გრანტების პროგრამაში, რომელიც შემოდგომაზე განხორციელდება. დარწმუნებულები ვარ, აქ ინტერესი დიდი იქნება, რადგან ჩვენი ტურისტული პოტენციალისთვის ასეთი ულამაზესი კუთხეები უნდა იყოს უკეთ წარმოჩენილი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - აღნიშნა მინისტრმა.

შატილის მოსახლეობა დადებითაც აფასებს ადგილზე მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის დაწყებას. როგორც შეხვედრაზე ნინო ჭინჭარაულმა განაცხადა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაანონსდა მცირე და მიკროგრანტების პროგრამა. მისი თქმით - „ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას - რომ საოჯახო სასტუმროებმა ვიზიტორებისთვის გააუმჯობესონ პირობები".

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics