15:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 10:49:36, 1741 ნახვა

სამართალი
ჯანეზაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ხმაურობენ, რომ მათ მიერ ნათქვამი პასუხები ჩაახშონ

„ხმაურობენ იმისათვის, რომ ჩაახშონ კანდიდატის მიერ ნათქვამი პასუხები“, - ამის შესახებ იუსტციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეაშვილმა საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს მიმდინარე დარღვევებზე საუბრისას განაცხადა.

ჯანეზაშვილი არასამუშაო საათებში კანდიდატებთან გასაუბრებებს აპროტესტებს და ითხოვს, რომ რომ დღეში მხოლოდ ორ კანდიდატთან მოხდეს გასაუბრება.

„ჩემი სურვილი იყო და ანას სურვილი და რეკომენდაცია, რომ მხოლოდ ორ ადამიანთან ჩაგვეტარებინა ყოველდღიურად გასაუბრება, ვინაიდან უფრო სიღრმისეულად ჩაგვეტარებინა მთელი ეს პროცესი, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ ითვალისწინებენ ამ მოსაზრებას. დღესაც ალბათ ისინი აპირებენ, რომ მესამე გასაუბრება გვიან ჩაატარონ. ესენი ყველანი, დღეს ვინც არიან დაბარებულები არიან მოსამართლეები. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი. მაინტერესებს, რატომ გაუჩნდათ მათ ეს ამბიცია, რომ შეუძლიათ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ზოგიერთ კანდიდატებთან მიმართებაში, თუკი არ მოსწონთ კითხვები რეპლიკებს ისვრიან, ხმაურობენ იმისათვის, რომ ჩაახშონ კანდიდატის მიერ ნათქვამი პასუხები, რათა საზოგადოებას გარკვეული შთაბეჭდილებები არ შეექმნას ამ ადამიანზე“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დღეს საბჭოში გოგიტა თოთოსაშვილს, ალექსანდრე იაშვილსა და ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics