|
2015-07-06 19:16:32, 1604 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე ბრიტანეთის მოქალაქის საქმეზე: გამოძიების პროცესში დადგინდება, იყო თუ არა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული
გამოძიების პროცესში აუცილებლად დადგინდება არის თუ არა სახეზე დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ბრიტანეთის მოქალაქის ნესტორ გოგოძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. თალაკვაძის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. „წინასწარი ინფორმაციით 2015 წ. 5 ივლისს ქ. თბილისში, გლდანის IV მიკრორაიონში 1991 წ. დაბადებულ ნესტორ გოგოძესა და არჩილ სივსივას შორის მოხდა კონფლიქტი. კონფლიქტის მონაწილეთა ინფორმაციით ერთის მხრივ ნესტორ გოგოძემ საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგომ მოქალაქეებს, მათ შორის ა.სივსივას შენიშვნა მისცა ხმაურთან დაკავშირებით და დაემუქრა, ხოლო ა.სივსივამ საპასუხოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიებაც დაიწყო სსკ-ის 125-ე მუხლით. საქმესთან დაკავშირებით ამ მომენტშიც იკითხებიან მოწმეები, მათ შორის ნ.გოგოძე. იმის გამო, რომ ნ.გოგოძე თავის საჯარო განცხადებაში აღნიშნავს, რომ მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მიმართვებს - გამოძიების პროცესში აუცილებლად დადგინდება არის თუ არა სახეზე დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული“, - აღნიშნა თალაკვაძემ. მისივე თქმით, შსს ემიჯნება ყოველგვარ დისკრიმინაციას. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ემიჯნება ყოველგვარ დისკრიმინაციას. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ შსს-ს დანაყოფების მიერ დისკრიმინაციის პრევენციისა და ამ ნიშნით ჩადენილ სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, ჯერ კიდევ 2014 წელს გამოიცა სპეციალური დირექტივა, რომლის მიზანიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი მოთხოვნების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფაა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, ბრიტანეთის მოქალაქე და ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერი ნესტორ გოგოძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ თბილისში, გლდანის მე-4 მიკრო რაიონში მასზე უცხო პირების მიერ მძიმე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. გოგოძის თქმით, მას ვინმე ხვიჩა სივსივამ და მისმა თანმხლებმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „ინგლისელი ჰომოსექსუალი“ უწოდეს. „გუშინ ღამე, 2015 წლის 4 ივლისს, თბილისში კერძოდ გლდანის მე-4 მიკრო რაიონში ჩემზე განხორციელდა მძიმე ფიზიკური თავდასხმა უცხო პირების მიერ. ვარ რა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერი, როგორც ჩანს ეს ყოველივე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ვინმე ხვიჩა სივსივას ჩემთვის მოემართა შემდეგი სიტყვებით, როდესაც პიზიკურ შეურაწყოფას მაყენებდა ის და მისი თანამხლები პირები, ''შე ინგლისელო ჰომოსექსუალო შუბლს გაგიხვრიტავ''. ბუნებრივია არანაირი აგრესიული დამოკიდებულება არ გამაჩნია ლგბტ-ს წარმომადგელებთან, და ვემიჯნები ყოველგვარ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ დამოკიდებულებას, თუმცა ვარ ტრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელი და ამასთანავე სულით და გულით ქართველი. ამ ყოველივემ ჩემს ღირსებას ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და არა მარტო ჩემს ღირსებას არამედ ჩემი ოჯახის ღირსებას, რამეთუ მყავს ძვირფასი მეუღლე და შვილი“, - წერს გოგოძე. მისივე ინფორმაციით, პიროვნება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკითხვაზე დაიწყვანეს, შემდეგ კი, მკაცრი გაფრთხილების საფუძველზე გამოუშვეს. „ვარ რა სახელმწიფოებრივი შეგნების ადამიანი, მივმართე საპატრულო პოლიციას, რომელმაც ეს პიროვნება დაკითხვაზე წაიყვანა და მკაცრი გაფრთხილების საფუძველზე გამოუშვა, თუმცა როგორც ირკვევა ეს ადამიანი კვლავ აგრძელებს მუქარის ტონით საუბარს. დიდი იმედით და მოთმინებით დაველოდები იმას, თუ როგორი შეფასება მოყვება ამ ყოველივეს რიგითი ქართველებისგან და ამასთანავე საქართველოს სახელმწიფოსგან. ჩემი ქართველობა ამ ეტაპზე მოქალაქეობით არ გამოიხატება, თუმცა ვცდილობ დავდგე იქ სადაც საქართველოს უჭირს, ვცდილობ ჩემი შვილი გავზარდო ისე როგორც ქართველობას შეეფერება, და თუმდაც ის რომ ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერი, ვარ არის სწორედ იმისკენ მიდრეკლი რომ ვემსახურო არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს, არამედ ქართულ იდეას, იდეა რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სიმართლის დაცვას და იდეა რომელიც გულისხმობს სიკეთის კეთებას არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის“ , - წერს ნესტორ გოგაძე.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)