04:38 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-20 11:03:01, 2859 ნახვა

რეგიონი
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „თელა“ სახელმწიფოს დახმარებით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 960,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი დანაზოგია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა პაატა შეყელაძემ, კასპის მერთან მანუჩარ მერებაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მეფრინველეობის ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

ფერმა თვეში საშუალოდ 50 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მუდმივად 15 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს ISO:22000-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღოს, ასევე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე იგეგმება სასაკლაოსა და დაფასოების ხაზის დამატებაც, რაც უზრუნველყოფს თელას  ბრენდით პროდუქტის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

                                                                                                       

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics