05:41 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 18:07:34, 3134 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს, ბათუმის ბულვარში სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა.

აღნიშნული მარკეტის ორგანიზატორია სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში". მინისტრთან ერთდ იმყოფებოდა სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

სამეწარმეო მარკეტში რამდენიმე ათეული მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობს. სამდღიან მარკეტზე მეწარმეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. მათ დახლებზე ბათუმელებსა და ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ ტყავის ნაწარმი, საიუველირო ნაკეთობები და ბიჟუტერია, აგრეთვე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics