11:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 10:41:22, 2069 ნახვა

სამართალი
20 ივნისის საქმეზე ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა და გუბაზ სანიკიძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების საქმეზე ოპოზიციური პარტიის წევრები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა და გუბაზ სანიკიძე მოწმის სტატუსით შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მათი განცხადებით, ისინი  ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით საქალაქო სასამართლოში მისცენ.

„ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს სასამართლო დარბაზში მაგისტრანტ მოსამართლესთან თუმცა რა კითხვები უნდა ჰქონდეთ გუშინწინდელ გავრცელებულ კადრების შემდეგ, სადაც ოპოზიციის ლიდერები შედიოდნენ კორდონში როდესაც დაიწყეს მხუთავი გაზის სროლა და რეზინის ტყვიების სროლა. ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს რომ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ“, -განაცადა ხატია დეკანოიძემ.

საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება  არ გაჰკვირვებია.

„გადასერივია, ველოდებოდი ამას დიდი სასოებით. იმიტომ, რომ როცა ქვეყანას მართავენ მოღალატეები მაშინ პატრიოტები ციხეში უნდა ვიჯდეთ. ადამიანები რომლებიც ვცდილობდით როგორმე დაგვეშორიშორებინა ერთმანეთისთვის დაპირისპირებული მხარეები, არ მომხდარიყო უფრო მძიმე შედეგები, პირიქით ჩვენ გვაბრალებენ“, -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ამავე საქმეზე შსს-მ რამდენიმე დღის წინ გამოკითხვაზე დაიბარა გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics