02:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 14:08:25, 1531 ნახვა

კომენტარი
​პესკოვი R2-ზე: მსგავსი ქმედება, ვის მიერ პროვოცირებულიც არ უნდა იყოს, ქართველებს არ ეკადრებათ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას ეთერი მიუღებელია და "ქართველებისთვის დიდ სირცხვილს წარმოადგენს". 

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

"ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით რუსოფობიურ განწყობებს, რომელიც დღითიდღე იმატებს. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ სურს და არ არის მზად, ექსტრიმისტულად განწყობილი ჯგუფები დააშოშმინოს. ვგმობთ იმ მიუღებელ განცხადებას, რომელიც "რუსთავი 2"-ის ეთერში გაჟღერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა - პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა, დეპუტატებმა, პარლამენტის სპიკერმა - მკაცრად დაგმეს ეს გამოხდომა. მსგავსი ქმედება, ვის მიერ პროვოცირებულიც არ უნდა იყოს, არ ეკადრება ქართველ ხალხს, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია და უმდიდრესი კულტურული ტრადიციები აქვს. ქართველებისთვის მომხდარი ძალიან დიდი სირცხვილია“, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics