|
2019-06-24 18:29:44, 1341 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ
„საქართველოს რკინიგზის“ 20 თანამშრომელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ. საქართველოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა 3 კვირიანი ტრენინგი გაიარეს. კომპანია SafCo-ს საერთაშორიოს კვალიფიკაციისა და სერთიფიკატების მქონე ტრენერების მიერ ჩატარებეული ტრენინგი „მართე - უსაფრთხოდ“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ბრიტანული სასერტიფიკატო პროგრამის - IOSH (The Institution of Occupational Safety and Health) ლიცენზირებულ სასწავლო კურსს წარმოადგენს. „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების მიერ აღნიშნული ტრენინგის გავლა, კომპანიაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვას ემსახურება. რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთა დაცვას მავნე და სახიფათო სამუშაო ფაქტორებისგან, უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას და მნიშვნელოვად შეუწყობს ხელს მომუშავეთა ჯანმრთელობისა და საწარმოო პროცესის უსაფრთხოებას.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)