|
2019-06-23 15:28:18, 1502 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: მერიამ მოიპარა აქციის ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები
„ევროპული საქათველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თბილისის მერიას მიმართავს, რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა და ჯებირები სასწრაფოდ დააბრუნოს. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, თბილისის მერმა ჯებირების აღებით გზა გაუხსნა პროვოკატორებს, რომ ისინი სცენასთან უფრო ახლოს მივიდნენ. „ხელისუფლება გადავიდა ხელის შეშლის სტრატეგიაზე იმიტომ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ვერანაირად ვერ ჩაახშობენ საზოგადოებრივი პროტესტს. მერია, რომლის ხელმძღვანელიც გუშინ ფარისევლურად იძახდა, რომ იზიარებს სულისკვეთებას საპროტესტო აქციის, მერიამ დღეს დილით პარლამენტის ტერიტორიიდან მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები. მინდა, მივმართო მერიას, სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირებიც და სცენაც. ასეთი წვრილმანი ხელის შეშლით თქვენ ვერაფერს ვერ მიაღწევთ. მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს. ეს არის უბრალოდ სასაცილო, რომ ამას უპირისპირებთ ამხელა მრავალრიცხოვან პროტესტს ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებისა. ეს ჯებირები, რომლის მოტანის ვალდებულება აქვს მერიას, მათ არ აწყობთ იმიტომ, რომ ისინი აგზავნიან პროვოკატორებს სცენასთან ახლოს, რომ აურიონ სიტუაცია. სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირები, ადამიანების კუთვნილი სცენა და გონს მოეგეთ, თორემ მიიღებთ კიდევ უფრო მწვავე პროტესტს. ჩვენ არ გვეშინია არც პროვოკატორების. ნუ აწვალებთ ამ ხალხს, ამ აქტივისტებს, რომ ჩხუბი და უბედურება წამოიწყონ. არაფერი არ გამოგივათ, პროტესტი იქნება მტკიცე“, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)