16:15 - 12 May, 2026
|
2015-07-02 11:36:22, 652 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე: თუ ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება, მთავრობა სუბსიდირების შესახებ იმსჯელებს
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თბოელექტრო სადგურების მიმართვის საფუძველზე „სემეკის“ მიერ ტარიფების დათვლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ „სემეკის“ მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მთავრობა სუბსიდირების შესახებ იმსჯელებს. „ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა. დაველოდოთ „სემეკის“ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ მიმდინარეობს დათვლა. ამას გარკვეული დრო სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება მთავრობა შეიკრიბება და სუბსიდირების შესახებ იმსჯელებს“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)