|
2019-06-15 15:27:08, 2178 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე: სახელმწიფოს უდგას მარტივი არჩევანი - ან იცავს ლიბერალურ დემოკრატიას ქვეყანაში, ან ფაშისტური ხელისუფლება ხდება
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე კანცელარიასთან ძალადობა განხორციელდა. მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მოუწევს ლიბერალურ დემოკრატიასა და ფაშისტურ მმართველობას შორის არჩევანი გააკეთოს. „რაც გუშინ ვნახეთ, ეს იყო ღია და თვალსაჩინო ძალადობა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. როცა სახელმწიფო მსგავს ქმედებებზე არ რეაგირებს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც ინდივიდუალური ადამიანების მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობას, ასევე ზოგადად, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ სახელმწიფოს უდგას ძალიან მარტივი არჩევანი - ან ის იცავს ლიბერალურ დემოკრატიას ქვეყანაში, იცავს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, ან ის ყალიბდება უმრავლესობების ინტერესების დამცველ ხელისუფლებად, რომელსაც სხვა ენაზე ჰქვია ფაშისტური ხელისუფლება“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)